გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი ახალ საგამოცდო მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციებს მუდმივ რეჟიმში მართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ახალ საგამოცდო მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციებს მუდმივ რეჟიმში მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ბოლო თვეების განმავლობაში სამუშაო შეხვედრები სისტემატურად იმართება სახელმწიფო, კერძო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთანაც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის თქმით, ამ პროცესში დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვისმენთ უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს და ვეცნობით მათ ხედვას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, პასუხობს არსებულ გამოწვევებს განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, თანხვედრაშია საზოგადების მოთხოვნასა და აბიტურიენტების ინტერესებთან“, - განაცხადა გორგოძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა