კახა კუჭავა - საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ეს აისახება კონკრეტულ ქმედებებში

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ეხმაურებიან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოსთან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს, იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო საუბარი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გადახედვაზე, უსაფუძვლოა და დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ განაცხადა, როდესაც საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის და ეს აისახება კიდეც კონკრეტულ ქმედებებში, როგორიცაა მაგალითად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში, იტალიაში და მალე საფრანგეთშიც. ამას დამატებული მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკური, განათლებისა და სხვა სფეროებში ურთიერთობებისა და ერთობლივი პროექტების გაღრმავებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გაკეთებული კომენტარები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ამის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა კუჭავამ.

„იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის თქმით, აღნიშნული უფლება ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებისთვის მოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა