ადვოკატის ინფორმაციით, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა.

როგორც ტაბატაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, საღამოს წარუდგენენ. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან ოფიციალურად ქსოვრელს.

„მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღიარებს დანაშაულს. ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ჩემი ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს წაუყენებენ. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, ოფიციალურად რა ფაქტზე დაიწყო ძიება, არ ვიცი. როგორც პროკურორმა გადმომცა ინფორმაცია, ის დაკავებულია შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. რადგან არ ვიცით ოფიციალურად რას ედავებიან, საერთოდ ვიყენებთ დუმილის უფლებას, თუ რას არ აღიარებს, საქმის მასალებს რომ მივიღებთ, შემდეგ დავაფიქსირებთ“, - განაცხადა ტაბატაძემ.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ვიდეო: "ის აჟიოტაჟი რაც არის ატეხლი, ფაქტობრივად არ უნდა დადასტურდეს" - გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა