ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. მათი განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პროგრამას 15 ათასი ლარი მოაკლდა და ახალშობილი ოჯახების დახმარებას კი 3 ათასი ლარი.

ისინი ასევე მოითხოვენ, ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ სოციალურ პაკეტს მოაკლდა თანხები. წინასწარ ვერანაირად ვერ გავთვლით, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ წლის ბოლოს ხდება კორექტირება და ვამატებთ სტაციონარული მკურნალობისთვის თანხებს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვით ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, რადგან გადანაწილების პრინციპი იქნებოდა რთული, რადგან ყველა სოციალურად დაუცველზე იქნებოდა გადასანაწილებელი, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა