რელიგიის სააგენტომ უსინათლოთა კავშირის და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პედაგოგიურ კოლექტივს უმასპინძლეს და საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჩი ბერაია.

დეპუტატები დაინტერესდნენ უსინათლოთა კავშირისა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის საჭიროებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით და გამოწვევებით.

„შეხვედრის მიზანი უსინათლო ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს ინფორმაციაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მეხუთე წელია, რაც ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, ხოლო ამ კალენდრის ბრაილის შრიფტით დამზადება ხაზს უსვავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა