სერგი კაპანაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე “ქართულ ოცნებას“ მიმართავს, განმარტოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მათმა არც ერთმა წარმომადგენელმა რატომ არ დაუჭირა მხარი “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას.

როგორც კაპანაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს, ეს იყო მორიგი „მაამებლური ნაბიჯი“ რუსეთის ფედერაციის მიმართ თუ რაიმე სხვა ახსნის მქონე საქციელი.

“სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “მაგნიცკის სიაზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ გაავრცელოს ე.წ. ჭკვიანი სანქციები იმ ქვეყნებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ წელს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია “ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მიიღეს. თავის დროზე ამას მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ძალიან მისასალმებელია, რომ ერთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არამედ ევროპარლამენტმა, ირლანდიის, ლიეტუვას პარლამენტებმა, აშშ-ს კონგრესმა ამ სიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის პარალელურად ჩნდება სერიოზული კითხვები თუ როგორი იქცევა “ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. გუშინ, როდესაც რეზოლუცია განიხილებოდა და როდესაც კენჭისყრა იყო, “ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს რეზოლუციისათვის მხარი არ დაუჭერია. ეს არის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს - ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს დაიცვას ადამიანის უფლებები. საქართველოს დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არც ერთი მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა - მათ არა თუ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა და არ დააფიქსირეს პოზიცია ამ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. ორად-ორი დეპუტატი საქართველოდან, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იყვნენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა