ბენიამინ ნეთანიაჰუ - მთავარი მტერი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, ირანია

მთავარი მტერი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, ირანია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „შიზაფონის“ სამხედრო ბაზაში ვიზიტისას განაცხადა.

„ირანი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ჩვენი განადგურება სურს ბირთვული იარაღის მეშვეობით. ვალდებულნი ვართ ეს არ დავუშვათ! გარდა ამისა, ირანი თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენს ჩვენს საზღვრებთან, ალყაში სურს ჩვენი მოქცევა. მათ მიერ შექმნილ ფორპოსტზე ლიბანში „ჰეზბოლაა“, სამხრეთით ღაზაში - „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადია“, ახლა გოლანის სიმაღლეების მოპირდაპირედ ჩვენს საზღვართან სირიაში ირანის არმიის სამხედრო პლაცდარმის შექმნა სურთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელისთვის მიუღებელია სირიაში ირანის არმიის ყოფნა.

„ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ისრაელის თავდაცვითი ძალები ერთადერთი არმიაა, რომელიც სირიაში ირანის არმიას ებრძვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შესაძლებლობებში დავამარცხოთ მტერი“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო