სუმა ჩაკრაბარტი - მამუკა ბახტაძემ და სხვა მსგავსმა ლიდერებმა იმგვარად გარდაქმნეს საკუთარი ქვეყნები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომ ეს რეგიონი უფრო დინამიური გამხდარიყო

მამუკა ბახტაძემ და სხვა მსგავსმა ლიდერებმა მოახდინეს საკუთარი ქვეყნების იმგვარი გარდაქმნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომ უფრო დინამიური გამხდარიყო ეს რეგიონი, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, კავკასიის რეგიონი ბევრი მიზეზის გამო ძალიან დინამიური გახდა და ბოლო 25 წლის განმავლობაში თავიდან წარმოჩინდა.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონი და მისი ხელმძღვანელობა არსებითად შეიცვალა. მამუკა ბახტაძესა და სხვა მსგავს ლიდერებზე მაქვს საუბარი. მათ მოახდინეს საკუთარი ქვეყნების იმგვარი გარდაქმნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომ უფრო დინამიური გამხდარიყო ეს რეგიონი. მაგალითად, გასულ წელს რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.6 პროცენტი იყო. ევრობანკისთვის ეს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია. წლევანდელი პროგნოზიც ძალიან კარგია. ალბათ გაინტერესებთ, რატომ ხდება ეს? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოწვევებისთვის გაესწორებინა თვალი, მაშინ როცა ჩვენს სხვა საოპერაციო ქვეყნებში ამას არ ცდილობენ. მაგალითად ავიღოთ საინვესტიციო გარემო. როგორ უნდა შეიცვალოს საინვესტიციო გარემო ისე, რომ უცხოელმა და ადგილობრივმა ინვესტორებმა მოინდომონ კაპიტალის დაბანდება ამ რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხუმრობით ვეუბნებოდი ახლახან, რომ მე-6 ადგილას დაწინაურდა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში, რითაც სამხრეთ კორეასა და ნორვეგიას შორის აღმოჩნდა. იცით რა მითხრა მისთვის ჩვეული შემართებით? ეს კი კარგია, მაგრამ პირველ სამეულში ყოფნა გვსურსო. აი ეს არის ეკონომიკური წინსვლა”, - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

საქართველოს პრემიერი-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემატური დისკუსია - Eurasia in a New Global Context დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო მონაწილეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო