ირაკლი კოვზანაძე - პრემიერის ვიზიტი დავოსში საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის სატანსპორტო ჰაბისა და სანდო ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის სატანსპორტო ჰაბისა და სანდო ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები.

,,ბატონი მამუკა ბახტაძე გასულ წლებში რამდენიმეჯერ მონაწილეობდა აღნიშნული ფორუმის მუშაობაში, წელს კი ღონისძიებას უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში სტუმრობს,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძის შეფასებით, დავოსის ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს საქართველოს უკეთ პოზიციონირება და პოპულარიზაცია, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის, ქვეყნის, სადაც ფულის ჩადებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემოა მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ მიზნით გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ბიზნესის და საფინანსო სფეროს წარმომადგენლებთან.

,,ზუსტად ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტი ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის საზღვაო კარიბჭის, სატანსპორტო ჰაბის, სანდო და ცივილიზებული ქვეყნის პოპულარიზაციას, შესაბამისად კი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო