მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი - არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ჩემი მოთხოვნაა, ჭიდაობის ფედერაცია დატოვოს

ძალიან კარგი ფაქტია ფედერაციის ოჯახის წევრები გვერდში რომ უდგანან ფედერაციის პრეზიდენტს, როცა ის განსაცდელშია, მაგრამ მეც მქონდა განსაცდელი და რატომღაც მე არავინ დამიდგა გვერდში, ჩემი განსაცდელი გულთან არავინ მიიტანა. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი დღეს, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად ვაკის ფალავანთა კლუბთან მოჭიდავეების მიერ გამართულ აქციას.

დათუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი და სურვილი გეგა გეგეშიძის დაკავება არ ყოფილა. სპორტსმენი ითხოვს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი მისივე გარემოცვით დატოვოს.

„საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ. ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგეშიძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

იხილეთ ვიდეო: "არ მინდოდა, რომ ციხეში წასულიყო" – გეგეშიძის დაკავებას ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ეხმაურება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს