გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 13:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, ქსანი და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში.

12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჩანადირები, უნდილაანთკარი, ბაზალეთი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - არღუნს, ტონჩას, ვეძათხევს, მილახვრიანს და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო