სოფო კილაძე - აუცილებელია პარლამენტმა „ბავშვის კოდექსი” უმოკლეს ვადებში მიიღოს - სწორედ ეს უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას მაშინ, როდესაც ოჯახი ამას ვერ ახერხებს

აუცილებელია პარლამენტმა უმოკლეს ვადებში ”ბავშვის კოდექსი” მიიღოს - სწორედ “ბავშვის კოდექსი“ უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას მაშინ, როდესაც ოჯახი ამას ვერ ახერხებს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოთხი წლის ბავშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

დეპუტატი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, საქმე უმოკლეს დროში გამოიძიონ.

“კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ სოციალური მუშაკის რეფორმა, რომელზეც მუშაობა ჩემი კომიტეტში მოსვლისთანავე დავიწყე და 2018 წელს უკვე სრულიად ახალი კანონი მივიღეთ სოციალური სამუშაოს შესახებ, ძალიან საჭირო იყო. თუმცა რეფორმის პირველი ეტაპი 2021 წელს ამოქმედდება, მეორე ეტაპი - 2025 წელს, რადგან არ გვყავს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი სოცმუშაკები და მათ გადამზადებას დრო სჭირდება.

ასევე აუცილებელია პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მივიღოთ „ბავშვის კოდექსი“, რომლის პროექტის პრეზენტაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად 4 თებერვალს ვაპირებ. სწორედ „ბავშვის კოდექსი“ უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას მაშინ, როდესაც ოჯახი ამას ვერ ახერხებს.

ეს ყველაფერი ამ ბავშვს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ფაქტები და სახელმწიფო უნდა იყოს სწორედ ამის გარანტი“, - წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო