თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებზე დროებით შეიზღუდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებზე დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.