დიმიტრი ხუნდაძე - არ მომწონს ტერმინი „ძველები და ახლები“, ეს ხელოვნურად ჰყოფს გუნდს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ყველას და მათ შორის ჟურნალისტებსაც ტერმინს „ძველები და ახლები“ უწუნებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სწორი პოზიცია არის ის, რაც თავისუფალია ძველი თუ ახალი ვალდებულებებისგან.

„არ მომწონს ტერმინი - ძველები და ახლები, ეს ტერმინი ხელოვნურად ჰყოფს გუნდს. ყველა პარტიაში არიან ძველი და ახალი სახეები, რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა, კონკრეტულ საკითხებზე, პირადი შეხედულებების გამო გუნდის წევრების დაყოფა „ძველებად“ და „ახლებად“ აბსურდული და მიუღებელია.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ ჩვენი პირადი ინტერესები, ემოციები, ამბიციები და ცივ გონებაზე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას. გუნდის დაყოფას ვერ მოვუწონებ ვერავის, ვერც „ძველებს“ და ვერც „ახლებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს