სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქობულეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის IV, V კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, ფაღავას, მაჩაბელის, სანაძის, გიორგი გურჯიევის, ლუკა რაზიკაშვილის, შტენბერგის, ქიზიყის, წურწუმიას, გუგუშვილის, გვაზავას, ილია ბახტაძის, ქვილითაიას, ველის, ენუქიძის, მამისაშვილის, ალადასტურის, ეკატერინე ბაღდავაძის, ფრისის, ნუგზარ საჯაიას და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის, ანგია ბოჭორიშვილის, ალეკო გობრონიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წურწუმიას, ფაღავას, ლაგოდეხის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის და ალიხანიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა