მამუკა ბახტაძე - აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში.

„საქართველოს სრულად გააზრებული მისწრაფებაა ნატო-სა და ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება. თუმცა, ამავდროულად, როგორც პანელის მონაწილემ ბრძანა, ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი. ამ მხრივ მთავარი დაბრკოლების დაძლევას წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში წარმოჩინებისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის გამართვა. საქართველოში ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, რათა ამ ქვეყნებს დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში, ლოგისტიკის ხარჯების შემცირებაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში”, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო