ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნეს ზონის მოწყობა დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თითოეულ მისამართზე კაუჩუკის საფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ფიტნეს ზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.

„სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნეს ზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

17 ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა