ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავალალო მდგომარეობაა

მდგომარეობა სავალალოა და ეს მოსახლეობის ინტერესებს არანაირად არ გამოხატავს, - აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის თაობაზე გააკეთა, რის შედეგადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეზღუდულია.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, პარტნიორებთან ერთად, პროცესში სრულად არის ჩართული და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველანაირი გზა და ხერხი შეთავაზებულია. მან ოსურ და აფხაზურ მხარეებს აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადამიანების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

„აქ საუბარი არ არის მხოლოდ ჯანდაცვასა და ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელიც ასევე აქტუალურია, არამედ ელემენტარულად საკვებზე წვდომის პრობლემაა. განსაკუთრებით, ბავშვის საკვებზე, რომელიც მაგალითად, ცხინვალის რეგიონში ვერსაიდან ვეღარ შედის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსახლეობის ინტერესებს არანაირად არ გამოხატავს. ვფიქრობ, დე-ფაქტო გადაწყვეტილებების მიმღებებმა პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო