„ადვოკატთა ასოციაციამ“ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

2019 წლის 22 იანვრიდან პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის დაიწყო რეგისტაცია, რომელიც 2019 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.

პროფესიაში შესვლის ახალი სტანდარტი უზრუნველყოფს, ადვოკატის პროფესიაში შემომსვლელთა უფრო მაღალ კვალიფიკაციას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამა ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად: პირველი ნაკადი იწყება თებერვალში (საგაზაფხულო ნაკადი), ხოლო მეორე ნაკადი - სექტემბერში (საშემოდგომო ნაკადი).

ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ან/და იყვნენ ასოციაციის წევრები. ამასთან, ადაპტაციის პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიმართეს ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე ანდა დარეგისტრირდნენ ადვოკატის სტაჟიორად კანონით დადგენილი წესით.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, იხილოთ ბმული“, - ნათქვამია პრესრელიზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა