„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, თბილისში, ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა.

მათივე ცნობით, ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა-ში მცხოვრები ერთ-ერთმა მობინადრემ კომპანიას შეატყობინა, რომ მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო, რის შემდეგაც სადარბაზოს ონკანი გადაიკეტა.

„მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა