თამარ ჩუგოშვილი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არათუ მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს, არამედ ისინი ამ ცვლილების თანაავტორები არიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არათუ მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს, არამედ ისინი ამ ცვლილების თანაავტორები არიან.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არათუ აქვს ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ. როდესაც „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებას - ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო“ საუბრობს, საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი - ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი - უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადების პასუხად.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ არც ერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებულ რეზოლუციას.

“ამ საკითხს ჩვენი მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი მხარდაჭერა აქვს, არამედ თანაავტორები ვართ ცვლილების და არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი ბრიფინგების ჩატარება. მგონი, თავისი და ჩვენი დროც რომ დაუთმონ საქმეს, უკეთესი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და პროცედურა განმარტა.

მისი თქმით, დელეგაცია შედგება ძირითადი და სათადარიგო წევრებისაგან. ხუთი წევრი არის ძირითადი და ხუთი - სათადრიგო.

„ჩვენი მხრიდან სიტყვით გამოსვლის უფლება ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც ურთიერთშეთანხმებით დაუთმო ეს უფლება გიორგი კანდელაკს. სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან“, - აღნიშნა მან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა