ზვიად კვაჭანტირაძე - სირცხვილია რასაც სერგი კაპანაძე ამბობს - ევროსაბჭოს რეზოლუციას არათუ მხარი დავუჭირე, მე ვიყავი საკითხის ერთ-ერთი თანაინიციატორი და წარმდგენი

სირცხვილია რასაც სერგი კაპანაძე ამბობს - ევროსაბჭოს რეზოლუციას არათუ მხარი დავუჭირე, მე ვიყავი საკითხის ერთ-ერთი თანაინიციატორი და წარმდგენი, ისევე, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი უმრავლესობიდან და დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი უმცირესობიდან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

“ვინაიდან კანდელაკს ძალიან სურდა ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა, მან როგორც ასამბლეის სათადარიგო წევრმა, მომმართა თხოვნით მე, როგორც ასამბლეის მუდმივ წევრს სესიის სხდომის მეორე ნახევარში მისთვის დამეთმო ჩემი ადგილი, რადგანაც გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასამბლეაში და ეს ხდება ასამბლეის სამდივნოს წინასწარი გაფრთხილებით - შეიძლება დელეგაციის სათადარიგო წევრს დაუთმო ადგილი მუდმივმა წევრმა დღის პირველ ან მეორე ნახევარში, მაგრამ იმ დღეს უკან ვეღარაფერს შეცვლი. მე მას დავუთმე ჩემი ადგილი და მივეცი გამოსვლის საშუალება და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩემს ნაცვლად. კაპანაძემ ეს არ იცის? კარგით რა - სირცხვილია ამდენი სპეკულაცია, ამდენი ტყუილი, ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები. ეს გათვლილია ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს ყოველთვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ “ქართულ ოცნებას“ მიმართა, განმარტოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მათმა არც ერთმა წარმომადგენელმა რატომ არ დაუჭირა მხარი “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას.

როგორც კაპანაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს, ეს იყო მორიგი „მაამებლური ნაბიჯი“ რუსეთის ფედერაციის მიმართ თუ რაიმე სხვა ახსნის მქონე საქციელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს