ჯეი კოლინსი - Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პრემიერმა Citi Group-ის თავმჯდომარის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საგადასახადო ინიციატივების შესახებ.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს OPIC-ის ხელმძღვანელების ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

“განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის საკითხები და პრემიერ-მინისტრის ხედვა ქვეყნის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე კაპიტალის ბაზრების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი საუბრის ძირითადი თემები ეხებოდა ინვესტიციებს, ზრდას, სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. Citi-სთვის დიდი პატივია თქვენს ქვეყანაში საქმიანობა. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს,” - განაცხადა ჯეი კოლინსმა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო