ჟენევაში ამერიკის საელჩოში აფეთქება მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოკლე ჩართვამ გამოიწვია

შვეიცარიაში ამერიკის საელჩოში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტს არ უკავშირდება, არამედ მოკლე ჩართვას, რომელიც საელჩოს მიწისქვეშა კომუნიკაციებში დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქალაქ ჟენევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ საკონსულოსა და საელჩოს რაიონში აფეთქების შესახებ განაცხადა და საკუთარ მოქალაქეებს ამ რაიონში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

პოლიციის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციებში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამან 140 მომხმარებლის ელექტროენერგიის გარეშე დატოვება გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო