ელჩის ინფორმაციით, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა გაიზარდა

ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღების შემდეგ შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს შვედეთში თავშესაფრის მიღების განაცხადი საქართველოს 737 მოქალაქემ შეიტანა. 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი იყო შემოღებული და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 1105-მდე გაიზარდა. 2018 წელს შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები მეოთხე ადგილზე იყვნენ, 1156 განაცხადი იყო შემოსული.

ელჩის განცხადებით, მცირე გამონაკლისის გარდა ყველა განაცხადი უსაფუძვლო იყო. დაკმაყოფილების მაჩვენებელი 0%-ს უახლოვდება. შეფასების თანახმად, შვედეთში სახლების გაქურდვის ნახევარი უცხოური კრიმინალური დაჯგუფებების მიერ არის ჩადენილი, მათ შორის საქართველოდან. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კავშირი ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დარღვევასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ საქართველოდან ყველა თავშესაფრის მაძიებელი კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული. შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა გაძლიერებულია და გაგრძელდება მუშაობა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დარღვევის შეკავებაზე და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაზე. ვიზალიბერალიზაციის შემოღება ძვირფასი მიღწევაა, რომელსაც თან ახლავს პასუხისმგებლობები და ჩვენს საერთო ინტერესებშია დავიცვათ ის“, - აღნიშნა ულრიკ ტიდესტრომმა, რომლის კომენტარი საქართველოში შვედეთის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს