ანგელა მერკელი გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულების ფაქტს უარყოფს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უარყოფს კრიტიკას გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გერმანია კვლავაც განაგრძობს რუსეთისგან გაზის ყიდვას, ასევე განახორციელებს საწვავის მიწოდების დივერსიფიკაციას. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ბუნებრივი აირი სულ უფრო დიდ როლს ითამაშებს გერმანიისთვის ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ, დავა იმაზე, თუ საიდან მოეწოდება გაზი, რამდენადმე გაზვიადებულია“, - განაცხადა მერკელმა, რომელმაც ამგვარად გამოხატა რეაქცია აშშ-ს კრიტიკაზე ახალ გაზსადენთან დაკავშირებით „ჩრდილოეთის ნაკადი -2“.

„ერთი მხრივ, განვაგრძობთ ბუნებრივი გაზის რუსეთისგან მიღებას, ეს სრულიად ნათელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე გვსურს დივერსიფიცირებაც“, - განაცხადა კანცლერმა და უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ გერმანია მიიწევს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისკენ. „ამიტომაც ვაპირებთ, მივიღოთ თხევადი ბუნებრივი აირი, შესაძლოა, აშშ-დან და სხვა წყაროებიდანაც კი. ჩვენ ვაფართოებთ ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მერკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა