გედევან ფოფხაძე - ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრის მთავარი ამოცანა იყოს, რომ მოსამართლეების თემაზე მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას

ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრის მთავარი ამოცანა იყოს, რომ მოსამართლეების თემაზე მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის საკითხი ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი თემა უნდა იყოს.

„ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა დაინიშნონ. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? – მოდით ამაზე ვისაუბროთ. ეს უნდა იყოს ერთადერთი დღის წესრიგი. როგორ არ უნდა მოხდეს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა, ეს პრაქტიკაში ვნახეთ. ეს არ უნდა მოხდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე; დახურულ კარს მიღმა ერთი ჯგუფის მიერ; წინასაახალწლოდ და ბოლო სასესიო კვირას და კენჭისყრა გათვლილი არ უნდა გქონდეს ბოლო დღეს. მერე, როდესაც ეს ყველაფერი ასე გააკეთე და ვიღაცამ დაგიწუნა, არ უნდა დაიწყო პოლიტიკური განცხადების გაკეთება იუსტიციის საბჭოს წევრი რომ ხარ და არ უნდა დაადანაშაულო პოლიტიკოსები იმაში, რომ არაკეთილსინდისიერები არიან და შენ არ მოგცეს საშუალება ასე მიგეღწია მიზნისთვის. როგორ არ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ეს ვიცით. ახლა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, როგორ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პარლამენტარმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა