გედევან ფოფხაძე - თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაშია, ყვავილებით უნდა დავხვდეთ აეროპორტში სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს

„თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ფოფხაძეს შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ ოფისში გასამართ ხვალინდელ სხდომაზე, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, ექნებათ თუ არა ივანიშვილის მიმართ კითხვები. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

ფოფხაძის თქმით, პარლამენტში სიის შემომტანი იუსტიციის საბჭო ოყო და შესაბამისად, ვერ დაადანაშაულებს ვერც ერთ მის კოლეგას, რომ ის არის ამ სიის შემოქმედი. „რაც შეეხება პარლამენტართა ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს ლობირებდა, ასეთი ჯგუფი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა თავისი პოზიცია არ დააფიქსირა“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

ფოფხაძე არ იზიარებს ივანიშვილის პოზიციას, რომ მურუსიძე წინა ხელისუფლების პირობებში მსხვერპლი იყო და ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს. „თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა, რომ მოდით ნუ დავიჭერთ და ნუ ვიქნებით შურისმაძიებლები, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვემწესებინა უვადო მოსამართლეებად. მით უმეტეს, უზენაეს სასამართლოში მათი დანიშვნა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ამაზე უნდა ყოფილიყო პოლიტიკური შეფასება. თუ კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაში და მართლმსაჯულებაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს. მოსამართლეების ეს კორპუსი მათ შექმნეს. მათი მენტალობით, პოლიტიკური მონაწილეობით შეიქმნა“, - დასძინა ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს