სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. ქსოვრელს ბრალი 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც შემაკავებელი ორდერის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ქსოვრელის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ვიდეო: სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის