შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს - “რაგუსა”, რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.

Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა