ზურაბ ბატიაშვილი  - ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია საკუთარ თავში შეიცავს საფრთხეს, პატარა რიგითი ინციდენტი დიდ კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დინამიკის თავისებურებებზე, აშშ-ს სტრატეგიაზე რეგიონში, რეგიონის ძირითად მოთამაშეთა ინტერესებზე, ასევე ირან-ისრაელისა და ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირებასა და მეზობელ რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს საფრთხეებსა და გამოწვევებზე ”ინტერპრესნიუსი” რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კარგა ხანია დასავლეთიცა და ამერიკაც მიეჩვივნენ პრეზიდენტ ერდოღანისაგან არა მხოლოდ არაერთმნიშვნელოვან განცხადებებს, არამედ ქმედებებსაც.

ფაქტია, რომ ასეთ ფონზე პუტინი და ერდოღანი ისეთი სიხშირით ხვდებიან ერთმანეთს, სულ უფრო გაუგებარი ხდება თურქეთი და პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთისა და ამერიკის მოკავშირე უფროა, თუ რუსეთის.

ფაქტია ისიც, რომ სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნებით ახლო აღმოსავლეთში რუსეთმა სერიოზულად გაიძლიერა პოზიციები. თურქეთში მიმდინარე პროცესები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეყანა ჩვენს სამეზობლოში ახალ მოცემულობას თავად ქმნის.

თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინ-ერდოღანის უკანასკნელი შეხვედრის შედეგებს? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აისახება ანკარისა და მოსკოვის თანამშრომლობის ინტენსივობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ დინამიკაზე?

- მართალს ბრძანებთ, თურქეთი ერდოღანის ხელმძღვანელობით სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს. დღეს რუსეთსა და თურქეთს მრავალ სფეროში გააჩნიათ ახლო ურთიერთობა. მათ შორის, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. თუმცა, ეს არ არის სტრატეგიული მოკავშირეობა.

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა ამ გაერთიანების დატოვებას არ აპირებს. რუსეთი კი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და მთავარ საფრთხედ ნატოს მიიჩნევს. შესაბამისად, მოსკოვი და ანკარა ფრონტის სხვადასხვა მხარეს არიან. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია საუბარი მათ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

იმისთვის, რომ ქვეყნებმა სტრატეგიულ დონეზე ითანამშრომლონ, მათ გრძელვადიანი საერთო მიზნები უნდა გააჩნდეთ. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ამ გაერთიანების დატოვებას არ აპირებს. რუსეთი კი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და მთავარ საფრთხედ ნატოს მიიჩნევს. შესაბამისად, მოსკოვი და ანკარა ფრონტის სხვადასხვა მხარეს არიან. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია საუბარი მათ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

სხვა საკითხია ტაქტიკური სახის თანამშრომლობა, რასაც ვხედავთ კიდეც რუსეთ-თურქეთის შემთხვევაში. 23 იანვარს გამართული პუტინ-ერდოღანის ორმხრივი შეხვედრაც ამ ტაქტიკური თანამშრომლობის ნაწილია.

ცხადია, რომ აქ განხილვის ძირითადი თემა სირიაში მიმდინარე ომი იყო. მხარეებმა შეხვედრაზე დაიცვეს საკუთარი პოზიციები და შეეცადნენ იმ სახის გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნებოდა ამ ქვეყნისთვის. პოლიტიკაში, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში, არ არსებობს სიცარიელე. სიცარიელე ყოველთვის შეივსება.

შეიძლება მხარეებმა ტერიტორიებიც გაცვალონ. მაგალითად, თურქეთმა „მიიღოს“ მანბიჯის რეგიონი და სანაცვლოდ „დათმოს“ იდლიბის პროვინცია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება კონკრეტულად რაზე შეძლეს ან ვერ შეძლეს მხარეებმა შეთანხმება

ამ მომენტისთვის მოსკოვსა და თეირანს სურთ, რომ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემთხვევაში აქ დამასკომ აღადგინოს კონტროლი, ხოლო ანკარისთვის პრიორიტეტულია ბუფერული ზონის შექმნა საკუთარი საზღვრის სიახლოვეს.

ამ მიზნით შეიძლება მხარეებმა ტერიტორიებიც გაცვალონ. მაგალითად, თურქეთმა „მიიღოს“ მანბიჯის რეგიონი და სანაცვლოდ „დათმოს“ იდლიბის პროვინცია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება კონკრეტულად რაზე შეძლეს ან ვერ შეძლეს მხარეებმა შეთანხმება.

- აშშ-მ სირიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის გადადგომა. ამერიკელების სირიიდან გასვლა გადაწყვეტილია და მათი გასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთის პირისპირ დატოვა თურქეთი, რუსეთი, ირანი და ისრაელი. დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს პოზიციები ახლო აღმოსავლეთში შეასუსტა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე სირიიდან ამერიკელების გასვლა და სავარაუდოდ, როგორია აშშ-ს სტრატეგია რეგიონში?

- ტრამპი ცნობილია საკუთარი არაორდინალური განცხადებებითა და პოზიციებით. შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში კიდევ დიდხანს გაგრძელდება კამათი მისი გადაწყვეტილებების ავკარგიანობაზე.

ტრამპის განცხადებების დაბალანსების საქმეში თითქმის მთელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მანქანა ჩაერთო. დღეს ვაშინგტონში უკვე აღარ მიდის საუბარი სირიიდან დაჩქარებულ გასვლაზე, ისმის სხვადასხვა დათქმები და პირობები, რისი მიზანიც აშშ-ს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების დაცვაა.

ტრამპის მიერ სირიიდან ამერიკული ჯარების გადაწყვეტილების სწრაფად სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი შედეგების მიღება:

ტრამპის განცხადებების დაბალანსების საქმეში თითქმის მთელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მანქანა ჩაერთო. დღეს ვაშინგტონში უკვე აღარ მიდის საუბარი სირიიდან დაჩქარებულ გასვლაზე, ისმის სხვადასხვა დათქმები და პირობები, რისი მიზანიც აშშ-ს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების დაცვაა

- რეგიონში საგრძნობლად შემცირდება აშშ-ის გავლენა, სამაგიეროდ, გაიზრდება რუსეთის, ირანისა და ასადის რეჟიმის წონა;

- მნიშვნელოვანი ჩრდილი მიადგება აშშ-ის პრესტიჟს საერთაშორისო არენაზე. იმ ქვეყნებსა და ძალებს, რომლებიც მომავალში აშშ-სთან მოკავშირეობაზე იფიქრებენ, სირიის შემთხვევის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევთ;

- რუსეთი, ასადის რეჟიმი, ირანი და თურქეთი ძალის გამოყენებით ან შეთანხმებით შეეცდებიან ჩრდ. სირიის იმ ტერიტორიის (ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ის) დაკავებას, რომელსაც ამჟამად პროქურთული YPG („სახალხო თავდაცვის ნაწილები“) აკონტროლებს. შედეგად, ძალთა ბალანსი ადგილზე მნიშვნელოვნად შეიცვლება;

- ასეთ ფონზე YPG-ს ნაკლებად ეცლება „დაეშთან“ (იგივე ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“) საბრძოლველად. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს უკანასკნელი ხელახლა გააქტიურდება. მითუმეტეს, რომ „დაეშს“ რეგიონში დაახლოებით 14 000 მებრძოლი ჰყავს;

- ვინაიდან ანკარა მთავარ ეგზისტენციურ საფრთხედ YPG-ს მიიჩნევს, მის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად აუცილებელი გახდება მოსკოვთან კოორდინაცია, თუნდაც იმიტომ, რომ სირიის საჰაერო სივრცეს 2015 წლის შემოდგომის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი;

რეგიონიდან აშშ-ის გასვლის პარალელურად, ირანისთვის აღარ იარსებებს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი და გამორიცხული არ არის, მას ისრაელისთვის სამხედრო პასუხის გაცემის ცდუნება გაუჩნდეს, ამას კი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს

- ირანის პოზიციების გაძლიერების შესაბამისად, ისრაელს უსაფრთხოების დამატებითი პრობლემები შეექმნება. ირანიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად ის იძულებული გახდება, გააძლიეროს შეტევათა ინტენსივობა და, ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლოს მოსკოვთან, რაც გაზრდის რუსეთზე მისი დამოკიდებულების ხარისხს;

- რეგიონიდან აშშ-ის გასვლის პარალელურად, ირანისთვის აღარ იარსებებს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი და გამორიცხული არ არის, მას ისრაელისთვის სამხედრო პასუხის გაცემის ცდუნება გაუჩნდეს, ამას კი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

რაც შეეხება აშშ-ს სტრატეგიას, ბევრი პრობლემა სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონს გამოკვეთილი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში არ გააჩნია. მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს ვარშავაში დაგეგმილია დიდი კონფერენციის ჩატარება ირანის თაობაზე, რომლის ორგანიზატორები ამერიკელები არიან. ვნახოთ, რა სურათი გამოიკვეთება ამ შეხვედრაზე.

- თქვენი დაკვირვებით რა ინტერესები აქვთ სირიაში ძირითად მოთამაშეებს - რუსეთს, აშშ-ს, თურქეთს, ირანსა და ისრაელს?

- მხარეებს უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ სირიაში, რის გამოც ხშირად ერთმანეთსაც უპირისპირდებიან. ამის გამო ვერ ხერხდება აქ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.

ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესებშია სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნება იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი მაქსიმალურად გახდეს კრემლზე დამოკიდებული. პარალელურად, მოსკოვს სურს სირიაში საკუთარი სამხედრო ბაზების შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბაზების შექმნა

რუსეთმა 2015 წელს დაწყებული საჰაერო ინტერვენციით შეძლო სიტუაციის ასადის სასარგებლოდ შემობრუნება, მაგრამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - დასავლეთის თვალში იგი მაინც ვერ იქცა სუპერძალად, რომელსაც შეუძლია გლობალური მასშტაბის პრობლემების მოგვარება და გარიგებებზე წასვლა. მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს ასადის რეჟიმს.

ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესებშია სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნება იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი მაქსიმალურად გახდეს კრემლზე დამოკიდებული. პარალელურად, მოსკოვს სურს სირიაში საკუთარი სამხედრო ბაზების შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბაზების შექმნა.

ვაშინგტონმა სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ამ ქვეყნის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ამ ეტაპზე აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მას აქედან ტერორიზმის საფრთხე აღარ დაემუქროს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონის პრიორიტეტებში არ შედის ასადის რეჟიმის ჩამოგდება.

ვაშინგტონმა სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ამ ქვეყნის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ამ ეტაპზე აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მას აქედან ტერორიზმის საფრთხე აღარ დაემუქროს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონის პრიორიტეტებში არ შედის ასადის რეჟიმის ჩამოგდება

თუ სირიის კონფლიქტის დაწყებისას (2011 წ.) ანკარის მთავარ მიზანს ასადის რეჟიმის დამხობა და იქ სუნიტების ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენდა, რუსეთის მიერ სიტუაციის ასადის რეჟიმის სასარგებლოდ შემობრუნების შემდეგ მისი გეგმები შეიკვეცა - ახლა თურქეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს არ დაუშვას ქურთული წარმონაქმნის შექმნა სირიის ტერიტორიაზე. ამ საკითხში იგი დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობაში მოდიოდა ნატოში უმთავრეს მოკავშირესთან, აშშ-სთან, რომელიც სირიაში სწორედ პროქურთულ ძალებს ეყრდნობა.

ამ ეტაპზე, ანკარის გეგმებშია წინა წლებში წარმატებულად ჩატარებული სამხედრო ოპერაციები განავრცოს მანბიჯის რეგიონსა და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მას შემდეგ, რაც აქედან ამერიკელები გავლენ.

ასადის რეჟიმის შენარჩუნება წარმოადგენს როგორც რუსეთის, ისე ირანის მიზანს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თეირანი ადგილზე ცოცხალი ძალითაც იბრძვის და მიაჩნია, რომ მას აქ შეუძლია სახმელეთო ბაზების შექმნა, რასაც ბუნებრივია ისრაელი საკუთარი არსებობისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს

ასადის რეჟიმის შენარჩუნება წარმოადგენს როგორც რუსეთის, ისე ირანის მიზანს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თეირანი ადგილზე ცოცხალი ძალითაც იბრძვის და მიაჩნია, რომ მას აქ შეუძლია სახმელეთო ბაზების შექმნა, რასაც ბუნებრივია ისრაელი საკუთარი არსებობისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

- ქურთული პრობლემა რომ ანკარის თავსატეხია, ცხადია. პრეზიდენტმა ტრამპმა ერდოღანი გააფრთხილა, რომ სირიიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ არ დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქურთებით დასახლებულ მოსაზღვრე ტერიტორიების მახლობლად თურქეთს ისეთი რაოდენობის ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს გადასროლილი, წარმოუდგენელიც კია მანდ ვითარება არ გამწვავდეს...

- თურქეთი ანგარიშგასაწევი ძალაა რეგიონში. ოფიციალური ანკარა YPG-ს განიხილავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად.

თურქეთი შიშობს, რომ სირიაში დანთებული ცეცხლი შესაძლოა თურქეთსაც გადაედოს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ სიტუაციას საკუთარი უსაფრთხოებისთის ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს

თურქეთი შიშობს, რომ სირიაში დანთებული ცეცხლი შესაძლოა თურქეთსაც გადაედოს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ სიტუაციას საკუთარი უსაფრთხოებისთის ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს. სწორედ ამ გეგმებს უკავშირდება თურქეთის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები - „ევფრატის ფარი“ (2016-2017 წწ) და „ზეთისხილის რტო“ (2018 წ).

მაგრამ თურქეთს არ სურს მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყება ცალმხრივად, რუსეთთან და აშშ-სთან შეთანხმების გარეშე, რადგან ეს ძალზედ დიდი რისკების შემცველია.

- პერმანენტულად მწვავდება ურთიერთობა ისრაელსა და ირანს შორის. თეირანს რომ სირიაში თავისი ინტერესები აქვს გასაგებია, მაგრამ ისრაელიც იძულებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ირანი სირიაში არ მოძლიერდეს...

- თეირანმა ჯერ ერაყში, ახლა კი სირიაში პოზიციების მოძლიერების შემდეგ პირველად შეძლო სახმელეთო გზით მიახლოებოდა მთავარ მოწინააღმდეგეს რეგიონში - ისრაელს. სწორედ ეს გარემოება იწვევს ისრაელის მკვეთრ ნაბიჯებს, რომელიც დროდადრო ბომბავს ირანის პოზიციებს სირიის ტერიტორიაზე შექმნას საკუთარი სამხედრო ბაზები. ისრაელმა ბოლო თავდასხმა სულ ახლახანს, 21 იანვარს განახორციელა.

თეირანმა ჯერ ერაყში, ახლა კი სირიაში პოზიციების მოძლიერების შემდეგ პირველად შეძლო სახმელეთო გზით მიახლოებოდა მთავარ მოწინააღმდეგეს რეგიონში - ისრაელს. სწორედ ეს გარემოება იწვევს ისრაელის მკვეთრ ნაბიჯებს

მართალია, სირიამ რუსული წარმოების ანტისარაკეტო სისტემებით ისრაელის მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა გადაიჭირა, მაგრამ რამდენიმემ მიზანს მაინც მიაღწია, რასაც 21 ირანელი და სირიელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმით იმუქრება.

ცნობისთვის, ისრაელის სიხლოვეს განლაგებული პროირანული "ჰებოლაჰისა" და "ჰამასის" შეიარაღებაში 170 000-ზე მეტი რაკეტაა. ამის გარდა, სერიოზული შეიარაღებაა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ირანული ნაწილებში, რისი მხოლოდ 5%-ის განადგურება შეძლო ისრაელმა პერიოდული დაბომბვებით.ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად სერიოზულ რისკებს შეიცავს რეგიონში შექმნილი სიტუაცია.

- ამ ყველაფრის ფონზე არ ცხრება ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირებაც...

- დღეს ახლო აღმოსავლეთში ორი მთავარი ბანაკია, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ერთ ბანაკს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “პროამერიკული”, რომელსაც ვაშინგტონი მფარველობს და რომლის ლიდერიც რეგიონში საუდის არაბეთის სამეფოა. ამ ბანაკში შედიან ძირითადად სუნიტური არაბული ქვეყნები - გაერთიანებული არაბული საემიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ქუვეითი, იორდანია და მაროკო. მათ მოკავშირედ ასევე მოიაზრება ისრაელი, მაგრამ არაბულ ქვეყნებთან მისი პრობლემატური ურთიერთობების გამო ეს მოკავშირეობა ოფიციალურ დონეზე ნაკლებად შესამჩნევია.

ერთ ბანაკს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “პროამერიკული”, რომელსაც ვაშინგტონი მფარველობს და რომლის ლიდერიც რეგიონში საუდის არაბეთის სამეფოა. ამ ბანაკში შედიან ძირითადად სუნიტური არაბული ქვეყნები - გაერთიანებული არაბული საემიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ქუვეითი, იორდანია და მაროკო. მათ მოკავშირედ ასევე მოიაზრება ისრაელი, მაგრამ არაბულ ქვეყნებთან მისი პრობლემატური ურთიერთობების გამო ეს მოკავშირეობა ოფიციალურ დონეზე ნაკლებად შესამჩნევია

ახლო აღმოსავლეთის მეორე ბანაკი კი, ასევე პირობითად, “პრორუსულია” და მისი ლიდერი ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ამ ბანაკში ძირითადად გაერთიანებული არიან შიიტური ქვეყნები და პროირანული დაჯგუფებები - ერაყი, ასადის რეჟიმი სირიაში, “ჰეზბოლაჰი” (არაბ. “ალაჰის პარტია”) ლიბანში, დაჯგუფება “ჰუსიტები” იემენში და ა.შ.

ირანმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შეძლო კარგად ორგანიზებული პროირანული საერთაშორისო ქსელის შექმნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აღნიშნულ ქსელს სხვანაირად “წინააღმდეგობის ღერძსაც” უწოდებენ და მისი მიზანი ირანის გავლენის გაზრდაა რეგიონში.

თუმცა, არც საუდის არაბეთის გარშემო შემოკრებილი სუნიტური კოალიციაა უმოქმედოდ დარჩენილი, რადგან ოფიციალურ რიადს მიაჩნია, რომ თეირანი მას გეოპოლიტიკურ ალყაში აქცევს.

ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ უკიდურესი უნდობლობითაა განმსჭვალული. შედეგად ვიღებთ მზარდ დაპირისპირებას გამყოფ ხაზებზე – სირიაში, ერაყში, იემენში, პალესტინაში, ლიბანში და ა.შ., სადაც მხარეები ერთმანეთს ე.წ. Proxy-ების (ადგილზე საკუთარი მომხრეები) საშუალებით ებრძვიან.

ახლო აღმოსავლეთის მეორე ბანაკი კი, ასევე პირობითად, “პრორუსულია” და მისი ლიდერი ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ამ ბანაკში ძირითადად გაერთიანებული არიან შიიტური ქვეყნები და პროირანული დაჯგუფებები - ერაყი, ასადის რეჟიმი სირიაში, “ჰეზბოლაჰი” (არაბ. “ალაჰის პარტია”) ლიბანში, დაჯგუფება “ჰუსიტები” იემენში და ა.შ.

ისტორიული და თანამედროვე კონტექსტიდან გამომდინარე უახლოეს ხანში ნაკლებად მოსალოდნელია ირან – საუდის არაბეთის დაპირისპირების აღმოფხვრა.

რამდენადაც მხარეები სუნიტური და შიიტური სამყაროს ლიდერობაზე აცხადებენ პრეტენზიებს, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გარკვეულწილად სექტარიანულ ხასიათსაც ატარებს, რაც უარყოფითად აისახება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ისედაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე.

მართალია, მხარეებს ყოფნით გონიერება და თავს იკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ პირდაპირი დაპირისპირების დაწყებისგან, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია საკუთარ თავში შეიცავს საფრთხეს, პატარა რიგითი ინციდენტი დიდ კონფრონტაციაში გადაიზარდოს.

ახლო აღმოსავლეთი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ რეგიონად. სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა აქ ნაკლებად მოსალოდნელია. ისედაც რთული მდგომარეობის გაუარესება კი ადვილად შესაძლებელია.

- მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეძლო სირიაში ასადის რეჟმის შენარჩუნება სულ ნაკლებად გაიგონებთ საუბარს ახლო აღმოსავლეთში რადიკალიზმსა და ტერორიზმზე....

- მართალია ახლო აღმოსავლეთში რადიკალიზმზე და ტერორიზმზე საუბარი ნაკლებია, მაგრამ საფრთხე არ გამქრალა, რადგან ეს ჯგუფები ისევ ძლიერია.

2018 წლისთვის ჯიჰადისტთა რიცხვი 230 000 იყო. შედარებისთვის, მათი რაოდენობა 2007 წელს 60 000-ს არ აღემატებოდა.

„დაეშმა“ ბოლო პერიოდში დაკარგა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო ჯიჰადისტური მოძრაობა შორსაა დამარცხებისგან. მეტიც, ჯიჰადისტები სარგებლობენ რა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით, ახალი სახის საფრთხეებს ქმნიან მთელ მსოფლიოში, რასთან გამკლავებაც ხშირ შემთხვევაში უჭირთ არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი ზომის ქვეყნებსაც.

სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიები, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ჯიჰადისტებს. ახალ ტექნოლოგიებს შორის უნდა აღინიშნოს დრონები, რომლებიც გამოიყენება როგორც სადაზვერვო, ისე თავდასხმითი ოპერაციებისას. დღეს დრონები გაიაფდა და ადვილად მოსაპოვებელია. უფრო მეტიც, მისი აგება კერძო პირებსაც შეუძლიათ

მართალია, გასულ წლებთან შედარებით, 2018 წელს ევროპაში ნაკლები ბომბი აფეთქდა, სამაგიეროდ, მრავალფეროვანი გახდა თავდასხმის საშუალებები და იარაღი. ახლა ტერაქტების მოსაწყობად სულ უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ავტომანქანებს, ჩაქუჩებს, დანებს და სხვა ბლაგვ საგნებს. ამას კი უკვე არ სჭირდება ჯგუფის ან ჯგუფების მომზადება, გადაადგილება, ერთმანეთში კომუნიკაცია და ა.შ., რაც წარსულში ზრდიდა მათი აღმოჩენის ალბათობას.

ახლა ახალი ტაქტიკით ტერაქტი ერთმა ადამიანმაც შეიძლება მოაწყოს, რის გამოც მის შესახებ წინასწარ ინფორმაციის მოპოვება და პრევენცია გართულებულია. ამასთან, ჯიჰადისტებს დიდი ავტონომიურობა ეძლევათ. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ირჩევენ ტერაქტის ჩატარების ადგილს, თარიღს და იარაღს, რის შესახებაც აღარაა საჭირო ინფორმაციის გაცვლა. ესეც, თავის მხრივ, აფერხებს ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობას.

ამავე დროს, დამატებით იკვეთება რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მომავალში კიდევ უფრო გაძნელდება მონიტორინგის პროცესი. სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიები, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ჯიჰადისტებს. ახალ ტექნოლოგიებს შორის უნდა აღინიშნოს დრონები, რომლებიც გამოიყენება როგორც სადაზვერვო, ისე თავდასხმითი ოპერაციებისას. დღეს დრონები გაიაფდა და ადვილად მოსაპოვებელია. უფრო მეტიც, მისი აგება კერძო პირებსაც შეუძლიათ.

- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დინამიკა საქართველოსთვის რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს?

- მართალია ბოლო პერიოდში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ზომა შემცირდა, თუმცა მათი მებრძოლების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა.

ამ უკანასკნელებმა კი დაიწყეს თავშესაფრების ძიება სიტუაციის დაზვერვის, დასვენების, გამოზამთრების, მკურნალობისა და სხვა მიზნებით. ისინი, უპირველეს ყოვლისა, იმ მიმართულებით მოძრაობენ, სადაც, მათი აზრით, ადვილია შეღწევა, გადაადგილება და გაჩერება.

საქართველოს სიახლოვეს კონფლიქტის დროში გაწელვა უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შეინიშნება როგორც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მებრძოლების რეკრუტირების, მიმოსვლის, ისე საეჭვო წარმომავლობის ფინანსებისა და იდეოლოგიის საქართველოში შემოდინების შემთხვევები

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2017 წლის ბოლოს საქართველოში ჩატაევსა და მის რაზმთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც სირიიდან თურქეთში გადასულმა ჯიჰადისტებმა საქართველოში მოახერხეს შემოსვლა.

ამ შემთხვევებმაც გვიჩვენა, საქართველოს სიახლოვეს კონფლიქტის დროში გაწელვა უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შეინიშნება როგორც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მებრძოლების რეკრუტირების, მიმოსვლის, ისე საეჭვო წარმომავლობის ფინანსებისა და იდეოლოგიის საქართველოში შემოდინების შემთხვევები.

საქართველო პატარა ქვეყანაა და, შესაბამისად, შეზღუდულია მისი შესაძლებლობები გავლენა იქონიოს სირიაში მოვლენათა განვითარებაზე. ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყანას შეუძლია, არის ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს საფრთხეებზე რეაგირება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა