სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ.

ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად გუშინ, გვიან ღამით წაუყენეს, სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ქსოვრელის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო