ხაშურში უკანონო სახერხი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში უკანონო სახერხი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ერთი ერთეული ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული.

„სახერხის ტერიტორიაზე, 33 ცალი წაბლის სახეობის მორი, 13.8 მ3 წიფლის, 9.2 მ3 მურყანისა და 6.7 მ3 წაბლის სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე მონტაჟს გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს