ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში ანტისამთავრობო მანიფესტაციების მსვლელობისას სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი El Pitazo ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა