ეკა ბესელია - არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება და მხარდაჭერა

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

ბესელიას განცხადებით, მას აქვს მყარი არგუმენტები დაარწმუნოს თანაგუნდელები, რომ მას არ ეშლება გუნდურობა.

რაც შეეხება კითხვას, პარტიის შესაძლო დატოვებაზე, ბესელია პასუხობს, რომ ამაზე ფიქრის ადგილი მის გონებაში არ არის.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის ხოლმე თქვენგან. ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. რაც შეეხება გუნდურობას, ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის“,- განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პოზიტიურად არის განწყობილი და იმედი აქვს საგნობრივი დიალოგი გაიმართება.

„ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა. ძალიან მინდა და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმა. მე მზად ვარ, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც ძალიან პრინციპულია, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რომელიც წარმოდგენილი იყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მყარი არგუმენტები. მინდა დავიტოვო იმედი, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე“, -განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს