გედევან ფოფხაძე - „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის“ მხარდაჭერით გავხდები მოღალატე

მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი, ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია, „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის“ მხარდაჭერით გავხდები მოღალატე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, ის უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.

„დღის წესრიგი არ ვიცი და ჩემთვის არავის უთქვამს, რა დღის წესრიგით შეიძლება შეხვედრა წარიმართოს. უნდა ვისაუბროთ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და იმ მოვლენებზე, რაც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი. გვაქვს ერთი კონკრეტული მიზანი, ღირსეული ადამიანები მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველა. კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის, საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ წარმოდგენილი ღირსეული ადამიანები. არ შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეთ და ეს საკითხი კონიუნქტურას მოვარგოთ. იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, ბოლომდე ვეცადო ჩემს კოლეგებთან არგუმენტებით საუბარი. მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი, ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. „ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანის“ მხარდაჭერით გავხდები მოღალატე. მგონია, რომ ჩემი გუნდის, ხალხის ერთგული ვიქნები, თუ პრინციპულად დავიცავ სწორ პოზიციას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას, თუ ვერ მოხდება პოზიციების შეჯერება, ფოფხაძემ ასე უპასუხა: „არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მოვედი ჩემი პოზიციის დასამტკიცებლად. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სხვა არგუმენტები აქვთ, მათაც ექნებათ აზრის გამოთქმის საშუალება. ჩემი აზრით, ადამიანებს, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, არსად გასაქცევი არ გვაქვს. ამ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია“.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო