„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია

ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი დაცული არ არის.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის გამო, დეპუტატი იძულებულია, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრობაზე უარი თქვას, რის გამოც დღევანდელ კენჭისყრაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს.

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება. როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, ზაზა ოქუაშვილის საკითხზე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ზაზა ოქუაშვილმა ცოტა ხნის წინ მიმართა. "პატრიოტთა ალიანსი" აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატით არის წარმოდგენილი.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს