ირაკლი კოვზანაძე - „ესტონური მოდელის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა

„ესტონური მოდელის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ხელმძღვანელთან, ზინა ჰეერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA) მუშაობის მიმდინარეობა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს.

„ამ რეფორმის მიზანი იყო ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის წამოწყების, ასევე წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოსა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. რეფორმის შეფასებაზე მუშაობა ჩვენს კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო არაერთი შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩაიწერა ინტერვიუები და შეგროვდა მონაცემები. ვფიქრობ, დოკუმენტი გამოავლენს რეფორმის მიღწევებსა და გამოწვევებს. მადლობას გიხდით დახმარებისთვის, რომელიც GIZ-მა ამ კუთხით პარლამენტს გაუწია “, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, „ესტონური მოდელის“ რეფორმის შეფასებაზე მუშაობა GIZ-თან, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-სა და საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ასევე კვლევით პროცესებში აქტიურ ჩართულობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს