რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიკოლას მადუროს - ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაურეკა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან და განუცხადა: „ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!“. თურქეთი მხარს უჭერს თავის პრინციპულ პოზიციას სახელმწიფო გადატრიალებების წინააღმდეგ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები