ადვოკატი - გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება

გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება, - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ამ წუთებში თბილისის სააალაქო სასამართლოში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„დღეს ტარდება წინასასამართლო სხდომა გია თვალავაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დაცვის მხარეს ასევე მოპოვებული აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად დაერთვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით. წარმოდგენილი გვაქვს მთელი რიგი გამოკითხვის ოქმები, მთელი რიგი სხვა განცხადებები და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც მიმაჩნია, რომ დასტურდება გია თვალავაძის უდანაშაულობა. გია თვალავაძეს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც მას ბრალდების მხარე ედავება. მჯერა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აუცილებლად დადასტურდება მისი უდანაშაულობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა კაკაბაძემ.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს აეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სამაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა