ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის და თითით საჩვენებელი ადამიანები

დღევანდელ ჩვენს პოზიციას ამაგრებს არამარტო ჩვენი ამომრჩევლის 100%, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის კონსენსუსი ამ საკითხზე. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრება.

გოგიჩაიშვილის თქმით, ის ეცდება დაარწმუნოს კოლეგები, რომ მოსამართლეები უმნიშვნელოვანესია მომავალი სასამართლოსთვის.

„შევეცდები დავარწმუნო ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით უზენაესში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები სასამართლოს მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის და თითით საჩვენებელი ადამიანები, რომელთა კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენი პოზიცია მარტივია, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს სურვილი ან ფიქრობდეს, რომ რა მოხდა გავიდნენ მოსამართლეებად, იქნებ გამოკეთდნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა. ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობა არის დღევანდელი პარლამენტი. ეს საკითხი არის წყალგამყოფი. ჩვენ დავარწმუნებთ კოლეგებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე დაარწმუნებენ თუ არა ის და მისი მეგობრები ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიციის სისწორეში, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დღეს ისინი საქართველოს სრულ მოსახლეობას წარმოადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა