დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვა გადადო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვა გადადო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ უარი განუცხადა პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლაზე, ვიდრე საბიუჯეტო კრიზისი არ გადაწყდებოდა.

„ვიდრე „შათდაუნი“ გრძელდებოდა ნენსი პელოზიმ მომიწვია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვსულიყავი, ახლა მან შეიცვალა აზრი და შემთავაზა მოგვიანებით გამოვიდე. ეს მისი პრეროგატივაა და ასეთ შემთხვევაში კონგრესის წინაშე სიტყვით მაშინ გამოვალ, როდესაც მთავრობის მუშაობა განახლდება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ მიმართვით დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე 29 იანვარს უნდა გამოსულიყო. 18 იანვარს კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო კრიზისის გამო, მიმართვა გადაედო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა