გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2018 წელს, ასევე განხორციელდა არსებული დაზიანებული გზაგამტარის რებილიტაცია, აღნიშნული გზით მოსარგებლეებს უკვე, შეუძლიათ განახლებული გზითა და ხიდით ისარგებლონ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო