ნაძალადევის რაიონში მომხდარ ავარიულ დაზიანებასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში მომხდარ ავარიულ დაზიანებასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული.

„მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში ანაპის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, მუხიანის აგარაკებს, თემქის და გლდანის მიკრორაიონების ნაწილს.

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 25 იანვარის დილის 11:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა