ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ანტივირუსული ვაქცინის 3000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ დამატებით შეიძინა, ორსულებისთვის იქნება განკუთვნილი

ანტივირუსული ვაქცინის 3000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ დამატებით შეიძინა, მხოლოდ ორსულებისთვის იქნება განკუთვნილი, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ გრიპის თემაზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოზები თბილისის მასშტაბით 8 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში გადანაწილდება, ხოლო რეგიონების მასშტაბით იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ცენტრებში. თბილისში ორსულებს აცრის საშულება დღეიდან მიეცემათ, ხოლო რეგიონებში ხვალიდან.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა გრიპის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3000 დოზა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ შეიძინა, უპირველესყოვლისა, გამოყენებული იქნეს ორსულებისთვის, რადგან მათში ყველაზე მაღალია რისკი და გრიპის შედეგად გამოწვეული დაზიანებები უფრო მაღალია”,- აღნიშნა მან.

ამასთან, მაია ლაგვილავას თქმით, კერძო სექტორმა დამატებით 4000 დოზა ვაქცინა შეიძინა, რომელიც მოქალაქეებისთვის ასევე უფასო იქნება.

„აღნიშნული ვაქცინა უფასოდ და უსასყიდლოდ გადაეცემათ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს - “ევექსის” კლინიკებს. აქედან მოხდება ვაქცინის ადმინისტრირება უპირველესად, ორსულებისთვის, ხოლო შემდეგში, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი მიმართვიანობა, შესაძლებელია, მოსარგებლეების რაოდენობა გავაფართოოთ”, - აღნიშნა მან.

მაია ლაგვილავას თქმით, ჯანდაცვის უწყებამ შეუკვეთა დამატებითი 5000 დოზა ვაქცინა, რომელიც საქართველოში ჯერ არ ჩამოუტანიათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო