„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართავს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათივე განმარტებით, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში. მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

არასამთავრობო სექტორის თქმით, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

„იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს, კოალიციას მიაჩნია, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24 დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნევლყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესიით სიის განხილვა და დამტკიცება.

არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

▪ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

▪ არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

▪ პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა", აცხადებენ კოალიცუაში შემავალი არასამთაბრობო ორგანიზაციის წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა