ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებები ოცდაერთივე პირის, მათ შორის გია თვალავაძის ბრალეულობას ადასტურებს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორი, მაია სილაგაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საქმეში არსებობს 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე წერილობითი მტკიცებულები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რაც ოცდაერთივე პირის, მათ შორის, გია თვალავაძის ბრალეულობას ადასტურებს.

„დღევანდელ პროცესზე მოსამართლე განიხილავს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ დასაშვებად იქნას ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დასაშვებად იქნას ცნობილი მათი მტკიცებულებები. გარდა ამისა, განიხილება დაპატიმრებული ბრალდებულებისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი.

ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, დაახლოებით, 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე არაერთი სხვა წერილობითი მტკიცებულება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ 21-ივე ბრალდებულის მიმართ არსებით სხდომაზე მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდება", - აცხადებს სილაგაძე.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე, პატიმრობაში მყოფი ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას, მათი კვლავ პატიმრობაში დარჩენის მოითხოვს.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, აქედან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 19 კი, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო