აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების" ოფისში შესვლას ცდილობს

საზოგადოების ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს, პარტიის ოფისში შესვლას ცდილობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. გამოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც აღნიშნულია, რომ "სასამართლო იქცა ხელისუფლების დასაყრდენ სადამსჯელო ორგანოდ" და "კანონით შეიფუთა უსამართლობა". ასევე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა