„სუპერ ბებია და ბაბუა 2019“ კონკურსის ყველა მონაწილე კომპანია „თელასმა“ დააჯილდოვა

კომპანია „თელასის” მხარდაჭერით სათნოების სახლის “კათარზისი” ტრადიციული კონკურსი „სუპერ ბებია და ბაბუა“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა. გამარჯვებულები 500 ლარით დაჯილდოვდნენ, ხოლო დანარჩენი მონაწილეები - 100 ლარით. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ტკბილეული “თელასისგან”ყველა კონკურსანტმა მიიღო.

„წელს კონკურსში 70 წელს გადაცილებული “კათარზისის” და საქართველოს სხვა რეგიონებში განლაგებული სათნოების სახლების 23 ბენეფიციარი მონაწილეობდა.

2019 წლის „სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ: 84 წლის ეთერ მანგოშვილს და 78 წლის ოთარ ცინცაძეს.

სათნოების სახლ “კათარზისს” კომპანია “თელასი” 2005 წლიდან მფარველობს. ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის გარდა კომპანია „თელასი“ მოხუცთა თავშესაფარს პროდუქტით და საჭირო ინვენტარითაც ამარაგებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს