მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს აუცილებელი ფორმატია უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის

უმრავლესობის სხდომა არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს არის აუცილებელი ფორმატი უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა მმართველი პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„ეს ის აუცილებელი ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გუნდის შიგნით მსჯელობას და ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი შეხვედრები უმეტესად წინ უძღვის საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. არაერთი ასეთი სხდომა გვინახავს, რომელიც ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე დასრულებულა და არც ამჯერადაა სასურველი ზედმეტი მოლოდინის შექმნა. დღევანდელი შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურება იმას, რომ თუნდა მწვავე დისკუსიის რეჟიმში, გუნდის შიგნით შეჯერდეს პოზიციები. ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს არის აუცილებელი ფორმატი უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა